Saturday, August 28, 2010

ექსკლუზიურად ჩვენი საიტისთვის. ჯგუფ დერვიშების წევრის-გუგა გეგეჩკორის ინტერვიუ

ერთ დღეს შევედი ფეისბუქზე და გადავწყვიტე პოპულალური ადამიანებისგან ინტერვიუები ამეღო. ვიფიქრე ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი რესპოდენტი. ეს უნდა ყოფილიყო სკანდალური ადამიანი, ადამიანი რომელზეც ხალხი ბევრს ლაპარაკობს... ბოლოს თავში ასეთი აზრი ამომიტივტივდა, მოდი ახალბედა მაგრამ სკანდალური ჯგუფის "დერვიშების" რომელიმე წევრთან ჩავწერ ინტერვიუსთქო. ალბათ ყველაზე სამართლიანი იქნებოდა ინტერვიუ ჯგუფის სოლისტთან გუგა გეგეჩკორთან და აი შედეგიც:

- გამარჯობა გუგა. მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ ჯგუფ "დერვიშებთან" დაკავშირებით. შეიძლება?
- გამარჯობათ. დიახ შეიძლება.
- პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ რომ ძალიან კარგი პროექტი გამოგივიდათ.
- გმადლობთ :)
- მაინტერესებს ვის გაუჩნდა იდეა ამ ჯგუფის დაარსების და როდის?
- რა მნიშვნელობა აქვს მაგას ???? შემდეგი კითხვა თუ შეიძლება.
- ვინ არიან თქვენი ჯგუფის წევრები?
- ბიჭები... სახელები და გვარები გაინტერესებთ?
- კი
- გუგა გეგეჭკორი, ვახუნა ქავთარაძე, ლევან ლომინაძე და რეზო ბლიაძე (ან კი ან არა)
- "ან კი ან არა"  რატომ?
- იმიტომ რომ მისი მეორე პროექტი მთლიანად ეწინააღმდეგება დერვიშების არსს და ვფიქრობთ რა ვუყოთ.
- რომელი პროექტი? სხვები?
- კი, დედა :) ოიდიპოსის ზეიმი :)
- გუგა!რა არის ამ პროექტის კონცეფცია?
- ეს პროექტი არის მუსიკის მსმენელების მიერ შექმნილი პროექტი. ანუ მუსიკოსების მიერ კი   არა, მსმენელების მიერ გაკეთებული მუსიკა, რომელიც საზოგადოებასთან დამეგობრებაზე   და მერე მათ შიგნიდან "გამოტყვნაზეა" გათვლილი.
- სამომავლო გეგმების შესახებ გვითხარით თუ შეიძლება.
- სამომავლო გეგმები არის ის რომ ვაგერძელებთ მომავალშიც. ეხლა მეხუთე სულიკოზე            ვმუშაობთ.
- დარწმუნებული ვარ ისეთივე პოპულალური და საინტერესო იქნება როგორც წინა ოთხი.    რას უპასუხებთ იმ ადამიანებს ვინც გაკრიკიტებთ?
- კრიტიკა კარგია, მაგრამ არგუმენტირებული უნდა იყოს, იმიტომ რომ არაარგუმენტირებულ   კრიტიკას ვერაფერსაც ვერ ვუპასუხებ. ვიღაცა რომ იტყვის ცუდიაო, რა უნდა ვუპასუხო?      არაა ცუდი, კაია!!! თუ რა?
- ინტერნეტ ფორუმებზე ბევრი პოსტი მინახავს ასეთი სახის: "ესაა ეროვნული სიმღერა და       ასეთი გაშარჟება საშინელაბაა" და სხვა... მოდით იქნებ უპასუხოთ ჩვენს მკითხველს, რატომ   ქმნით ამ სახის მუსიკას?
- სულიკო ზოგს რაღაც სიწმინდეებთან ასოცირებული სიმღერა გონია. არადა ამ სიმღერის   მელოდია არ არის ქართული. ფრანგულ საწყისებზე აგებული შვეიცარული ნოტების    წყობაა.  რაც შეეხება შეურაცხყოფას, ავე მარიაც კი რამდენჯერმე გადაკეთებულა და    შეურაცხყოფა    რა შუაშია? სიმღერის გადაკეთება შეურაცხყოფაა? მთელს რუსეთს  სულიკო რომ საქართველოს ჰიმნი ეგონა ეგ არ არაა შეურაცხყოფა?
- მე ვფიქრობ საკმაოდ ამომწურავი პასუხია იმ ადამიანებისათვის, ვინც ამას    შეურაწყოფად თვლის. მე მინდა წარმატებები გისურვოთ და იმედია მომავალშიც   ითანამშრომლებთ ჩვენთან.
- კი :)
- კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებები.
- კარგად.